ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული დელეგაცია იმყოფება

სულ ნახვები : 1,184
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სოხუმს რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლობა სტუმრობს. დელეგაციას მინისტრის მოადგილე სერგეი ნაზაროვი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის მიზანი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გაცნობაა.

15-16 აპრილს რუსულმა დელეგაციამ შეხვედრები ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან გამართა.

ნაზაროვმა კომენტარი რუსული კოვიდვაქცინის შესახებაც გააკეთა, რომელიც აფხაზეთს ამ დრომდე არ მიუღია.

მისი თქმით, ოკუპირებული რეგიონი „სპუტნიკ V“-ს აუცილებლად მიიღებს, რაც მხოლოდ დროის საკითხია.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა