რობერტ დე ნიროს თქმით, ყოფილმა ცოლმა გააკოტრა

სულ ნახვები : 345
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლეგენდარული მსახიობი რობერტ დე ნირო უსახსრობას უჩივის. მსახიობის თქმით, ყოფილმა ცოლმა გრეის ჰაიტაუერმა ის თითქმის გააკოტრა.

წყვილი 2018 წლიდან განქორწინების პროცესშია. სასამართლომ დე ნიროს ცოლისთვის ყოველწლიურად მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

გარდა ამისა, მსახიობმა ცოლს ძვირადღირებული სახლის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი უნდა გადაუხადოს.

მსახიობის ადვოკატი კეროლაინ კრაუსი აცხადებს, რომ დენიროს ყოფილი ცოლის შენახვა ძალიან ძვირი უჯდება, რადგანაც გრეისი თვეში 400 ათას დოლარზე მეტს ხარჯავს და ფუფუნებაში ცხოვრობს.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა