„ამ წაბილწულ ქალს“... - მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს უპირისპირდება

სულ ნახვები : 538
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი სოციალურ ქსელში ახალ მიმართვას ავრცელებს და ამჯერად, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უპირისპირდება.

სასულიერო პირი იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის წარმომადგენელი საპატრიარქოს ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

მეუფე სპირიდონის თქმით, "ამ წაბილწულ და გარყვნილ ქალს [სახალხო დამცველს]" ამ ბავშვებს "საჯიჯგნად" ვერ მისცემს და მის "გვამზე გადაივლიან, ისინი ვერასდეს ვერ შევლენ იქ".

მოსულები იყვნენ ნინოწმინდის პანსიონში, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და ჩემი კურთხევა ასეთია, რომ ისინი არ შეუშვან იქ. იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ და ოფიციალურად ითხოვს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ჩემი პირადი აზრია ასეთი, რომ ამ ხალხის ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში შეშვება არ შეიძლება. წაბილწავენ იქაურობას. იმ ბავშვების სული მე მაბარია, იმ ბავშვებზე მე ვარ პასუხისმგებელი უფლის წინაშე და ვთვლი, რომ იმ დაწესებულების შეშვება და ბავშვებთან მიშვება, რომლებიც ითხოვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ეს არის უმძიმესი დანაშაული და იმ სიწმინდის წაბილწვა, რომელიც იქ ტრიალებს, მე რომ მკითხოს ხალხმა, მაგათ ფეხქევშ საქართველოში მიწა უნდა იწვოდეს. ესეთი უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი", - ამბობს ვიდეო მიმართვაში მეუფე სპირიდონი.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინფორმაციით, 15 აპრილს უწყების თანამშრომლებ მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.

ლომჯარიას უწყების ინფორმაციით, მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკების ვიზიტის წინააღმდეგია.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები