თბილისის ისტორიის მუზეუმიდან დროებითი გამოფენების კურატორი, ლიკა მამაცაშვილი გაათავისუფლეს

სულ ნახვები : 111
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, თბილისის ისტორიის მუზეუმიდან მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში კურატორი, დროებითი გამოფენების უფროსი, ლიკა მამაცაშვილი გაათავისუფლეს.  

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ის ამ ინსტიტუციიდან გათავისუფლებული ერთადერთი თანამშრომელია. როგორც თავად ლიკა მამაცაშვილმა გამოცემას განუცხადა, გათავისუფლების ბრძანების მიღებამდე მასაც და მის კოლეგებსაც ჰქონდათ გასაუბრება, რომელსაც მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ერთად კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თბილისის ისტორიის მუზეუმი 2022 წლის 8 მარტს ეთნოგრაფიული მუზეუმის მართვაში გადავიდა და მის ხელმძღვანელად ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები