დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ქვეყანამ, განუზომელია დანაკლისი - თეა წულუკიანი

სულ ნახვები : 213
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

იგი გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. ბოლო დღეებში, იმედით შევყურებდით განგებას და გვჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა. განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება.

ჩემი ვალია, გითხრათ მადლობა, ბატონო თემურ. მეგზურობისთვის, ღიმილისათვის, რჩევისა და დახმარებისათვის! ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული. ვიზიარებ ქალბატონი ნანისა და დიდი, სახელოვანი ოჯახის ამ დიდ მწუხარებას! გისამძიმრებთ ყველას“,- აღნიშნულია თეა წულუკიანის ფეისბუქპოსტში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები