გელათში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უნიკალური, ისტორიული არტეფაქტები მუზეუმში გადატანის ნაცვლად კვლავ მიწით დაფარეს - გიგა შუშანია

სულ ნახვები : 240
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გელათში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უნიკალური, ისტორიული არტეფაქტები მუზეუმში გადატანის ნაცვლად კვლავ მიწით დაფარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის წევრი" გიგა შუშანია ავრცერლებს. 

მან დღეს ბრიფინგი გელათში გამართა და ჟურნალისტებს ის ადგილი აჩვენა, სადაც არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა.

გიგა შუშანია ასევე გამოეხმაურა კულტურის მინისტრის ქუთაისში ყოფნას და განაცხადა, რომ თეა წულუკიანი გელათში არც კი მივიდა და ძეგლის მდგომარეობას ადგილზე არ გაეცნო.

"ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვდგავართ გელათში, მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილია უნიკალური, ისტორიული არტეფაქტები. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი მუზეუმში გადაეტანა, თანხა ვერ მოიძიეს ბიუჯეტიდან, გადაფარეს ე.წ ტენტით და ამოავსეს მიწით. რამოდენიმე დღის წინ ქალბატონი წულუკიანი იმყოფებოდა ქუთაისში და ერთხელაც არ ამოსულა გელათის პრობლემის გასაცნობად. სწორედ წულუკიანის დაცვის ექსკორტის ერთი თვის ხარჯი საკმარისი იქნებოდა, რომ ეს არტეფაქტები დღეს იყოს მუზეუმში და არა მიწისქვეშ. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან ისტორიული ძეგლების, კულტურისა და ისტორიის წინაშე", - განცხადა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ, გელათის მონასტერში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს არასათანადო გადახურვის შედეგად ტაძარში წვიმის წყალი ჩაედინება და ფრესკებს აზიანებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა