დილამ ბათუმის დინამო თბილისის დინამოსთან არ მიუშვა

სულ ნახვები : 316
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე და ლიდერი თბილისის დინამოა, რომელიც უშუალო კონკურენტ ბათუმის დინამოს უკვე ოთხი ქულით უსწრებს.

ბათუმელები გორში დილას ესტუმრნენ და შინ უქულოდ ბრუნდებიან. ანდრე დემჩენკოს გუნდმა კარგი ტამაში აჩვენა და პაატა ღუდუშაურისა და ნიკა გაგნიძის წყვილი გოლით იმარჯვა. მართალია, ვლადიმერ მამუჩაშვილმა მატჩის ბოლოს პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს მსაჯის საფინალო სასტვენთან ერთად მოხდა.

გორელები თავად მიუახლოვდნენ ბათუმის დინამოს: ზღვისპირელები 18 ქულით მეორე ადგილზე არიან, გორელები მათ ქულით და ადგილით ჩამორჩებიან.

სამაგიეროდ, მოიგო მეორე აჭარულმა გუნდმა. ქობულეთის შუქურამ ზესტაფონში უმასპინძლა თელავს და გვიანი გოლებით 2:0 დაამარცხა. შუქურადან თავი მიშიკო სარდალიშვილმა და ჯეფერსონ ჯერალდომ შეაგდეს.

შუქურა 12 ქულით მეექვსე ადგილზე და გასავარდნ ზონას საკმაოდ დაშორდა. თელავი კი, ექვსი ქულით მერვე ადგილზეა.

იმერულ დერბიში წყალტუბოს სამგურალმა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ოლეგ მამასახლის მიერ გატანილი პენალტით აგებდა, მატჩი მაინც შემოაბრუნა და 2:1 მოიგო. წყალტუბოელთაგან გოლები სერგო კუხიანიძემ და დავით კირკიტაძემ (პენალტით) გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ტორპედო სამგურალთან ბოლოს 1997 წელს დამარცხდა.

ეს მატჩი ამ სეზონში სადებიუტო იყო სამგურალის თავკაც სოსო ფრუძისთვის, რომელმაც საკუთარი კარიერა 1990 წელს საქართველოს უმაღლეს ლიგაში სწორედ წყალტუბოში დაიწყო.

სამგურალს ამ მოგების შემდეგ ცხრა ქულა გაუხდა და მეშვიდე ადგილზე აინაცვლა. ჯერჯერობით, მოუგებელი ტორპედო კი, ხუთი ქულით მეცხრე ადგილზე რჩება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები