საევროპოდ ბერძნულ-რომაული ნაკრებიც გაემზადა

სულ ნახვები : 313
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

19 აპრილს, ვარშავაში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, თავიდან საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, შემდეგ კი – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები. თავისუფლების შემადგენლობა უკვე გაგაცანით, ახლა „კლასიკებზე“ ვისაუბროთ.

გუნდი პოლონეთის დედაქალაქში 21 აპრილს ჩავა და საქართველოს ღირსებას 10 მოჭიდავე დაიცავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ნუგზარ წურწუმია (55კგ), ირაკლი ძიმისტარიშვილი (60), ლერი აბულაძე (63), ჯონი ხეცურიანი (67), შმაგი ბოლქვაძე (72), საჩინო დავითაია (77), აივენგო რიკაძე (82), თორნიკე ძამაშვილი (87), გიორგი მელია (97), იაკობ ქაჯაია (130).

23-24 აპრილს ასპარეზობა 55, 63, 77, 87, 130 კგ წონითი კატეგორიებში გაიმათება, 24-25 აპრილს – 60, 67, 72, 82, 97 კგ წონებში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები