ფლიკი ბაიერნიდან მიდის

სულ ნახვები : 330
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიუნხენის ბაიერნს სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი დატოვებს. ბავარიული კლუბის თავკაცს კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს, მაგრამ ხელშეკრულება ნაადრევად შეწყდება.

გერმანულ მედიაში გავრცელებული ხმებით, ფლიკი გერმანიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იოაჰიმ ლიოვი დატოვებს. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ ფლიკსა და კლუბის სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.

როგორც გერმანულ მედიაში იწერება, სალიჰამიჯიჩს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გუნდის გამოვარდნა არ მოეწონა.

ფლიკმა ბაიერნი 2019 წელს ნიკო კოვაჩის გადაყენების შემდეგ ჩაიბარა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. თუმცა, გასული წარმატება კლუბის შეფებს ნაკლებად აინტერესებთ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები