გონაშვილი: „ცხვარზე ფასები გაზრდილია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ისე საექსპორტო კუთხით"

სულ ნახვები : 151
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოთხოვნა არის ქვეყანაში, უბრალოდ ფიზიკურად აღარ არის ცხვარი. დაახლოებით, ორ თვეში დაიწყება კვლავ ექსპორტი",- განაცხადა "მეცხვარეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა.

მისი თქმით, ფასებიც საკმაოდ გაზრდილია როგოც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზარზე.

ფასები საკმაოდ გაზრდილია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ისე საექსპორტო კუთხით. თუ ზაფხულში ცხვარი 230-250 ლარში, ახლა ფასები 300-350 ლარს შეადგენს",- განაცხადა გონაშვილმა.

საქართველოდან ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა. ამან კი, როგორც „მეცხვარეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი აცხადებს, ადგილობრივ ბაზარზე წვრილფეხა პირუქტყი გააძვირა.

,,ზოგადად, წლის დასაწყისში საქართველოში მინიმუმ 30-40 ათასი სული ცხვარი იყო დარჩენილი გასაყიდი. ამან შექმნა პრობლემა და ზამთარში გაზრდილი რაოდენობის ცხვრების გამოსაკვებად საძოვრები საკმარისი უბრალოდ არ იყო. გასულ წელს, პანდემიის გამო მეტ-ნაკლებად მაინც ვერ ხდებოდა რეალიზაცია სათანადოდ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ დაგროვდა და დარჩა გაუყიდავი პირუტყვი. ამის ასახვაა ბოლო პერიოდში ძალიან დიდი ოდენობით ცხვრის გაყვანა",- აღნიშნა გონაშვილმა.

გონაშვილის განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს პანდემიური პერიოდიც, ამის გამო ვერ ხერხდება პროდუქტის სხვადასხვა გამოფენებზე წარმოდგენა ან სხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება, რაც ცოცხალი ცხვრისა და თხების ბიზნესს გაცილებით ცნობადს გახდის.

"პანდემიის გამო ვერ ვახერხებთ ვერც გამოფენების გამართვას და ვერც სხვა ტიპის აქტივობებში ჩართვას. იმედი მაქვს მდგომარეობა მალე შეიცვლება",- განაცხადა გონაშვილმა.

შეგახსენებთ: 021 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოდან ცოცხალი თხებისა და ცხვრების ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2020 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან 156 ათასი აშშ დოლარის 58.3 ტონა ცოცხალი ცხვრისა და თხის ექსპორტი განხორციელდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან 2,458 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 893.9 ტონა ცოცხალი თხა და ცხვარი გავიდა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა