შსს-მ აჭარაში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სულ ნახვები : 378
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით მოქალაქე გ.ნ. დააკავა.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით მისულ პოლიციელებს გ.ნ.- მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს – 1980 წელს დაბადებულ ჭ.ა.-ს მინის ბოთლის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. პოლიციამ გ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა.“ – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივილი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციაზე თავდასხმას გულისმობს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა