„არ ვაპირებ წასვლას“ – წულუკიანმა, ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა

სულ ნახვები : 352
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ აპირებდი პოლიტიკოსობას მაშინ დაგეწერა განცხადება და წასულიყავი“, - ასე მიმართა კულტურის მინისტმა თეა წულუკიანმა, ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს, თორნიკე მარჯანიშვილს.

მინისტრმა რეჟისორს უთხრა, რომ მისთვის მიუღებელია თეატრის დირექტორის პოლიტიკური შინაარსის ბანერზე ხილვა და თეატრიდან წასვლა მოსთხოვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, CNews-ი ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს, თორნიკე მარჯანიშვილის დაუკავშირდა.

მისი განცხადებით, წულუკიანს არ გააჩნია სურვილი, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები უყვნენ მის გუნდში.

კულტურა ფაქიზი სფეროა და არ მიმაჩნია სწორად მისი პოლიტიზირება. 60 წლის ვარ და წლებია ჩემი ქალაქის კეთილდღეობისთვის ვიღწვი და მინდა რომ გავაგრძელო მომავალში. მას არ აქვს სურვილი გუნდში ყავდეს ის ხალხი, რომლებიც მი აზრს არ იზიარებენ და სხვა შეხედულება გააჩნიათ. ამ შემთხვევაში ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მე დავუდექი გვერდით იმ ადამიანებს, ვინ ოცნებიდან წავიდა და მათთან ალიანსში შევედი“, - განუცხადა CNews- მარჯაიშვილმა.

ოპერის დირექტორი, კულტურის მინისტს მოუწოდებს, რომ არ დაეყრდნოს ცალმხრივ ინფორმაციებს და დაინტერესდეს, თუ, რა აქვს გაკეთებული თორნიკე მარჯანიშვილს, თავისი ქალაქისთვის.

მე როგორც ვიცი ცალმრივად იყო ინფორმირებული, მხოლოდ არევნების ფაქტებით, ხოლო ის თუ, როგორია ჩემი ქალაქთან ურთიერთობები, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამ ეტაპზე არ ვაპირებ რაიმე ნაბიჯი გადავდგა - სად წავიდე, რომ დავტოვო თანამდებობა ანუ, ისე გამოდის რომ ქალაქი უნდა დავტოვო?“, - აცხადებს მარჯანიშვილი CNews-თან საუბარში.

შეგახსენებთ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და შემდგომში მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, თეა წულუკიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 19 მარტს დაინიშნა. დანიშვნის პირველივე დღეს კი მან გააკეთა განცხადება, რომ აუცილებალად დაინტერესდებოდა კულტურის სფეროს წარმომადგენელთა, მისგან განსხვავებული შეხედულებებით და შეეცდებოდა გაერკვია თუ, საიდან მომდინარეობდა ის. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა