4 მაისიდან საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება

სულ ნახვები : 413
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 მაისიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყება.

დღეს არის საშუალება, 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა ასტრაზენეკათი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას. ასევე, გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური სინოფარმით აცრები და დაიწყება 4 მაისიდან, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, საქართველოში ჩინური მწარმოებლის, სინოფარმის მიერ დამზადებული ვაქცინის 100,000 დოზა ჩამოვიდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა