„ღიად შენდობა ითხოვონ და...“ - მეუფე სტეფანე სასულიერო პირებს მიმართავს

სულ ნახვები : 419
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მშვიდობა მინდა მეტი არაფერი, არავის ვუტევ და არც არასდროს შემიტევია“, - თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე საკვირაო ქადაგებისას.

მეუფის თქმით, ის მზად არის შეუნდოს მღვდელმსახურებს, რომლებმაც ეკლესიის წინაშე შესცოდეს, თუმცა მას გარკვეული სახის მოთხოვნები და პირობები ექნება, რასაც მღვდელმსახურები უნდა დაემორჩილონ.

მე არავის არ ვცდილობ, რომ დავუმძიმო სიტუაცია, პირიქით, მინდა, რომ აღდგომამდე, თუ ვინმეს შეუძლია დაინახოს სიტუაცია, რომ თავისი მდგომაროება შეუმსუბუქოს, ვისაც ენდომება მოვიდეს და არ არის პრობლემა, ვისაც უზიარებლობა აქვს, ზიარების კურთხევაც მიეცემა, თუ სინანული ექნება. მღვდელმოქმედების საკითხებიც, თუ საჯაროდ მოინანიებენ ადამიანები და რეალურად მოინდომებენ ღვთის წინაშე დადგომას. გარკვეული ჩემი პირობები მექნება, რა თქმა უნდა, როგორც ღიად ეწინააღმდეგებოდნენ ეკლესიას, ღიად შენდობა უნდა ითხოვონ, რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში არის საშუალება რომ მღვდელმოქმედებაც აღუდგეს,“- განაცხადა წირვაზე, მეუფემ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავასთვის ღიად გამოცხადებული მხარდაჭერის გამო, მოქმედმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ, რამდენიმე სასულიერო პირს, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა