პუტინისთვის ამღერებული ანსამბლი „მეტეხი“

სულ ნახვები : 277
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართულმა ანსამბლმა „მეტეხმა“, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში იმყოფება, პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერის, რუსეთის სახალხო არტისტის, კომპოზიტორ ვიქტორ დრობიშის კონცერტზე, მას შემდეგ იმღერა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი სატელევიზიო ეთერში გვიან გავიდა, ოფიციალური ვიდეოსთვის თანდართულ ინფორმაციაში მარტივად იკითხება, თუ როდის გაიმართა ღონისძიება. 

ცნობისთვის, დრობიში ერთ-ერთი მათგანია, რომელიც პუტინის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმერ პოზნერთან ერთად თბილისში, მისი (პოზნერის) დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა, რასაც ქართველების გაღიზიანება მოჰყვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები