ირაკლი ჯინჭარაძე: „რატომ უნდა გახდეს კერძო საკუთრება ის, რაც ხალხისაა“

სულ ნახვები : 338
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„აქციებიც გაგრძელდება და ყველაზე მთავარი ის არის, რომ არამრტო აქციებით, არამედ ჩვენ სამართლებლივად ვიბრძვით“, - განცხადა CNews-თან საუბრისას, ბათუმის ბულვარის ყოფილმა დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ.

ჯინჭარაძის თქმით, ისინი არამრტო აქციებით, არამედ სამათლებლივადაც გააგრძელებენ ბრძოლას.

„დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღეა, ამიტომ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენ პროტესტი და დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. მე უკვე შევუერთდი ამ ხალხს და ამას ჩვენ არ დავტოვებთ ასე.

რატომ უნდა გახდეს კერძო საკუთრება, ის რაც ხალხის არის? ის უნდა იყოს ხალხის. ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომ მე მართალი ვარ ამიტომ ვიბძოლებ სიმართლისთვის“, - განუცხადა CNews-ბათუმის ბულვარის ყოფილმა დირექტორმა, ირაკლი ჯინჭარაძემ.

შეგახსენებთ:

* სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი „ბათუმი თაუერი“ ბათუმის ბულვარის გასწვრივ, სასტუმროს პირდაპირ, 3380 კვ.მ ტერიტორიას არანაკლებ 15-წლიანი იჯარით ითხოვს.

* სასტუმრო „ლე მერიდიენ“ ბათუმში 2018 წელს გაიხსნა.

* 205-მეტრიანი შენობა  ბათუმის ბულვარში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.

*30 მარტს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჯინჭარაძე საკრებულოს სხდომაზე ბულვარში პლაჟების გასხვისების წინააღმდეგ გამოვიდა.

13 აპრილს კი, საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირების გამო ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა