თემურ ჩხეიძეს დღეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

სულ ნახვები : 352
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, 9 ივნისს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი 12:00-დან 15:00 საათამდე, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.

თემურ ჩხეიძე 5 ივნისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თემურ ჩხეიძე დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორი, 1967-1970 წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის, 1970-1980 წწ. რუსთაველის თეატრის, ხოლო 1980-1990 წწ. მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი.

1981-1988 წწ. იყო საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი(1969 წლიდან მცირე ინტერვალებით). 1991 წლიდან არის სანქტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი.

დადგმული აქვს 100-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა