მოზარდ მაყურებელთა თეატრს 94 წელი შეუსრულდა

სულ ნახვები : 473
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 18 აპრილს ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრს 94 წელი შეუსრულდა.

,,1927 წლის 18 აპრილს, საქართველოში ნიკოლოზ მარშაკის ხელმძღვანელობით არსებობა დაიწყო პირველმა საბავშვო თეატრმა. 1928 წლის 11 ნოემბერს, ალექსანდრე თაყაიშვილმა ქართული მოზარდ მაყურებელთა თეატრი დააარსა. ამ თეატრების ბაზაზე შეიქმნა ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრი. ჩვენ ორი დაბადების დღე გვაქვს 18 აპრილი  და 11 ნოემბერი'', - განუცხადეს CNews-ს თეატრში.

გასული საუკუნის 90-იან წლებში თეატრი სერიოზული ორგანიზაციული და შემოქმედებითი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მას აღარ ჰქონდა საკუთარი შენობა (რუსთაველის გამზირზე მდებარე ნაგებობა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეეწირა) რაც სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას არ იძლეოდა. ეს პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა.

1998 წელს გაერთიანდა მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები გაერთიანდა საერთო სახელწოდებით ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრი. მან ბინა დაიდო აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის ყოფილ შენობაში, რომელსაც საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დახმარებით.

2013 წელს თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის დიმიტრი ხვთისიაშვილის ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით, თეატრს კვლავ დაუბრუნდა ძველი სახელი და ეწოდება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა