რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს ბაღდათის სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით?!

სულ ნახვები : 347
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ CNews-თვის მიწოდებული ინფორმაციით, ბაღდათში, სოფელ როხის სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯერ-ჯერობით სკოლის დირექტორის თამარ ლომინაძისთვის, უფლებამოსილების შეჩერების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საგამოძიებო მოქმედებების ინტერესებიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილება, საგამოძიებო ორგანოს მომართვის საფუძველზე ან/და  საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ“, - აცხადებენ სამინისტროში. 

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტ, სოფელ როხში, დირექტორის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა