ვგმობთ პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს - განათლების სამინისტრო თსუ-ზე

სულ ნახვები : 87
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  გუშინ, 10 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება". – ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები