მისი ბოლო მესიჯი იყო „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან - საზღვაო ქვეითების მეთაურის "ვოლინას" და

სულ ნახვები : 8,074
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბოლო კონტაქტი საზღვაო ძალების მეთაურთან, "აზოვსტალის" მცველ სერგეი ვოლინსკისთან ("ვოლინა"-რედ) 20 მაისს იყო, როდესაც ის  ჯერ კიდევ მარიუპოლის ქარხანაში იმყოფებოდა. შემდეგ მან ოჯახს მიწერა  SMS შეტყობინება, რომელშიც ამბობდა,  რომ მასთან კომუნიკაცია აღარ იქნებოდა. ამის შემდეგ სამხედროსთან არანაირი კავშირი აღარ ყოფილა.  

ამის შესახებ "Сніданку з 1+1" -ის ეთერში საზღვაო მეთაურის დამ, ტატიანა ხარკომ განაცხადა. „ვოლინას“ ოჯახი ეროვნულ ბიუროსა და წითელ ჯვარს ესაუბრა,  სადაც განაცხადეს, რომ ის „აზოვსტალიდან“ იქნა ევაკუირებული. თუმცა სად არის და რა პირობებშია ახლა, უცნობია. 

ტატიანა ხარკოს თქმით, დამცველების ახლობლები ერთმანეთთან კავშირში არიან, მათ შექმნეს აზოვსტალის დამცველთა ასოციაცია. 

„ჩვენ ვცდილობთ, ამ პრობლემას მაქსიმალური საჯაროობა მივცეთ. გვესმის, რომ ომი გრძელდება, ბიჭების ამბავი არ დასრულებულა, მათ მტერი 80 დღეზე მეტ ხანს აკავეს, ამიტომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათი ამბავი დასრულდა’’ - განაცხადა ვოლინას დამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები