მეგი გოცირიძე: „ეკლესია ბარიგებით გაივსო“

სულ ნახვები : 217
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის ყოფილი წევრი მეგი გოცირიძე აცხადებს, რომ უფლის სახლს ეშმაკები დაეპატრონნენ. მისი თქმით, ეკლესია ბარიგებით და ნარკომანებით გაივსო.

_ ორასამდე სასულიერო პირი მეტადონის პროგრამაშია ჩართული, რომელიც ამავდროულად ანაფორას ატარებს და აღსარებას იბარებს, ეს რაც უკვე ვიცით და რაც არ ვიცით ლ, რამდენი ბარიგა და მომხმარებელია ეკლესიის წიაღში, საიდანაც იმართება ერის უბნელესი ნაწილი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა პატრიარქს ღმერთად მიიჩნევს და მოძღვარს მოციქულად. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს: მხარს იმ პარტიას დავუჭერ, რომელზეც ჩემი მოძღვარი კურთხევას მომცემსო და ხომ წარმოგიდგენიათ რა დონეზე არიან დაღუპულები ეს უბედურები და როგორ გვიღუპავენ შვილებს , როცა ბარიგა მოძღვრის კურთხევის შესაბამისად ხაზავენ იმ პარტიას, რომელიც საარჩევნოდ სრულიად უფასოდ ამარაგებს ერს და ბერს ნარკოტიკებით და სიკვდილის ექსპორტს ახორციელებს !მე აღმსარებელი ქრისტიანი ვარ , ბიბლიაც წაკითხული მაქვს, სახარებაც, ახალი და ძველი აღქმაც, ჩემთვის უფალი იესო ქრისტეა და ვერავინ დამაბრკოლებს, მაგრამ რამდენი ადამიანიც დააბრკოლა ჯერ ციანიდმა, მერე ოქროს თევზებმა, გარეწარმა მღვდლებმა და ღმერთმა იცის კიდევ რამდენ ადამიანს დააბრკოლებენ ეს საძაგლები!!! სწორედ ესენი ებრძვიან ეკლესიას და არა ის, ვინც ფაქტებს გადმოსცემს და რეალობას აშუქებს! თქვენ ასე გააგრძელეთ მდუმარებაში ყოფნა პატიოსანმა მღვდლებმა და მალე აღსარების ჩამბარებელი კი არა, მიმღებიც აღარ დარჩებით უფლის სახლში, რომელსაც ეშმაკები დაეპატრონნენ, _ წერს სოციალურ ქსელში გოცირიძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები