გიგი უგულავა - მაშ ასე, ივანიშვილი ან ევროპა, საკითხი ასე დგას და სხვაგვარად ვეღარ იქნება

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მაშ ასე, ივანიშვილი ან ევროპა. საკითხი ასე დგას და სხვაგვარად ვეღარ იქნება”, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

უგულავას თქმით, იქნება დიდი ჩამონათვალი, ივანიშვილის „ოცნების“ პირობებში შესასრულებლად შეუძლებელი, რა უნდა გავაკეთოთ კანდიდატობისთვის.

„უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ მათ. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა მხოლოდ. იქნება დიდი ჩამონათვალი, ივანიშვილის „ოცნების“ პირობებში შესასრულებლად შეუძლებელი, რა უნდა გავაკეთოთ კანდიდატობისთვის. ეს დიდი გეოპოლიტიკური განსაცდელია ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა არჩევანი ჩვენზეა. ან ჩავრჩებით ივანიშვილის პროვინციულ ჭაობში ან გავათავისუფლებთ ქვეყანას ოლიგარქისგან და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.

მაშ ასე, ივანიშვილი ან ევროპა. საკითხი ასე დგას და სხვაგვარად ვეღარ იქნება.

20 ივნისი 20:00 რუსთაველის გამზირი.

მოთხოვნებში დეოლიგარქიზაცია პირდაპირ წერია სავალდებულო შესასრულებლად“, - წერს უგულავა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები