რას ლაპარაკობს? რას ბოდავს? - გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეზე

სულ ნახვები : 7,976
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ძალიან მძიმედ არის ეს ახალგაზრდა“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი CNews-თან საუბრისას, პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციებში ჩაწრილი დეოლიგარქიზაცია, არ ეხება ბიძინა ივანიშვილს. 

ხუხაშვილი განმარტავს, რომ კობახიძე ის იშვიათი ადამიანია, რომელსაც უდიდესი მარცხის, უდიდეს გამარჯვებად წარმოჩენა შეუძლია. 

ხუხაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციაში, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება. 

„ირაკლი კობახიძემ ბევრი სხვა განცხადებაც გააკეთა, გამარჯვებად გამოაცხადა წაგება, ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკური სოციოპატი, უმძიმესი შემთხვევაა, მე ვიტყოდი უნიკალური. მატყუარები ქართულ პოლიტიკაში ბევრნი არიან  და ბევრნი ყოფილან, მაგრამ ასეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავდაყირა დააყენოს ყველაფერი, თან ისე რომ ძართვიც არ შეუტოკდეს, ასეთი მოვლენა მე არ მახსოვს. ბევრი მშლიდა ნერვებზე, მაგრამ ეს უკვე ნერვებზე აღარ მშლის იმიტომ, რომ ეს უკვე ავადმყოფობაა, ეს თანაგრძნობას იმსახურებს მხოლოდ, რადგანაც ძალიან მძიმედ არის ეს ახალგაზრდა. რას ლაპარაკობს, რას ბოდავს  ვერ გავიგე.

 ევროსაბჭოს დასკვნაში რატომ არ მოჩნდა ეს ჩანაწერი? იმიტომ, რომ ეს არის გამოძახილი ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუციის, იქ პირდაპირ წერია სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილის და სწორეს ეს ჩანაწერი გადმოიტანეს აქ, უბრალოდ სახელი და გვარი არ ჩაწერეს, მეტი არაფერი არ მომხდარა“, - განუცხადა CNews-ხუხაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები