ყაზახეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ნეველის რუსეთის ორდენზე უარი თქვა

სულ ნახვები : 4,646
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყაზახეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ნეველის რუსეთის ორდენზე უარი თქვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი არ აპირებს არც საშინაო და არც უცხოური ჯილდოების მიღებას, სანამ ის პრეზიდენტია, განმარტა  პოლიტოლოგმა იერბოლ იედილოვმა.

მანამდე, პარასკევს, 17 ივნისს, ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ ცნობს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე  აფხაზეთისა  და ე.წ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობას.

ასეთი განცხადება მან პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე  რუსი პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის კითხვაზე პასუხად გააკეთა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები