უკრაინის პრეზიდენტი უბრალოდ არასდროს ნებდება - მაშინაც კი, როცა მის გარშემო ყველა უარს ამბობს - ოლენა ზელენსკა

სულ ნახვები : 231
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ის უბრალოდ არასდროს ნებდება - მაშინაც კი, როცა მის გარშემო ყველა უარს ამბობს - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მე მას სხვებზე უკეთ ვიცნობ. ის ისეთი ადამიანია, რომელიც სიტუაციებში, როცა  ყველა ამბობს, რომ რაღაც შეუძლებელია, საქმეს ბოლომდე მიიყვანს და მიზანს მიაღწევს, ასევე შთააგონებს. ის უბრალოდ არასდროს ნებდება - მაშინაც კი, როცა მის გარშემო ყველა უარს ამბობს", - თქვა ზელენსკამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის ყველა მიმართვა უკრაინელებისადმი გულწრფელი იყო.

"ვფიქრობ, მან გამოიყენა ყველა ის ემოციური ბერკეტი, რაც შეეძლო ხალხისთვის თავისი აზრების გადასაცემად, მაგრამ ეს არ იყო მანიპულირება, ის იყო გულწრფელი, ნამდვილად გრძნობდა ამ გრძნობებს, ეს უდავოა", - აღნიშნა პირველმა ლედიმ.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ტექსტებს ძალიან სწრაფად იმახსოვრებს და კამერების წინ თავდაჯერებულია.

"ის ძალიან სწრაფად იმახსოვრებს ტექსტებს და შეუძლია თავდაჯერებულად წარმოთქმა. მან იცის, როგორ იმუშაოს კამერებთან, მაგრამ არ თამაშობს. უბრალოდ აქვს უნარები, რომ ეს კარგად გააკეთოს. ჩემთვის წარმოუდგენლად რთულია საჯაროდ გამოსვლა, ყოველ ჯერზე ვგრძნობ სტრესს, მაგრამ მისთვის ეს ბუნებრივია", - თქვა ოლენა ზელენსკამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა