მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს

სულ ნახვები : 40,409
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„უსამართლო გადაწყვეტილება“ - ის რაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისთვის რაც ისტორიული მნიშვნელობისაა და ქვეყნის მოსახლეობისთვის მისალოცი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარძისთვის უსამართლობაა. 

მიუხედავად ყველაფრისა, მდინარაძე მაინც იტოვებს იმედს, რომ საქართველო მმიიღებს კანდიდატის სტატუსს. 

„როდესაც მოხდა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ეს ძალიან კარგია, რადგან მათთვის ეს იყო სტიმული ამ მძიმე მდგომარეობაში, უკრაინისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რუსეთის აგრესია მიდის და ელემენტარული მორალური მხარდაჭერა მაინც სჭირდებოდა ამ ხალხს და მივესალმებით, ასევე, მოლდოვას შემთხვევაშიც, რომელსაც უკრაინის შემდეგ, ყველაზე მძიმედ დაატყდა თავს ომი.

საქართველოს შემთხვევაში, თუ ობიექტურ კრიტერიუმებს ავიღებთ, ამ შემთხვევაში შეიძლება დავარქვათ უსამართლო გადაწყვეტილება, თუმცა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმაც პირდაპირ თქვა ერთი: რომ არ იყოს ომი უკრაინაში ალბათ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა და მეორე: მან ახსენა გეოგრაფია. გეოგრაფია იყო ის საკითხი, რომელიც ბევრჯერ გამხდარა ჩვენი მეგობრების მხრიდან მინიშნებების საფუძველი მაგალითად, მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანების საფუძველი, მაგრამ ყველაზე კარგი ისაა, რომ მოლაპარაკებები დაწყებულა გვიან, მაგრამ სხვაზე ადრე მიგვიღია შედეგი, ამიტომ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გეოგრაფია არ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი“, - განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები