გვითხრეს რომ ეთერიდან გაგვთიშავენ ხვალ - ქართული რადიოსადგურები დავალიანების გამო შესაძლოა გათიშონ

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...





„გვითხრეს რომ ეთერიდან გაგვთიშავენ ხვალ, დღის 12 საათიდან“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მედიაჰოლდინგ ჰერეთის დამფიძნებელი რამაზ სამხარაძე ავრცელებს. 

მისი თქმით, საქართველოში მოქმედი რადიოსადგურები, იმ  დავალიანების გამო, რომელიც პანდემიის, სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვის და უკრაინაში განვითარებული პროცესების გამო დაგროვდა, შესაძლოა დაიხუროს. 

„დღეს, მე და კიდევ რამდენიმე რადიოსადგურს დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს თუ არ დავფარავთ მიმდინარე დავალიანებას, რომელიც პანდემიის და სარეკლამო ბაზარზე წნეხის ( ყველამ კარგად იცით, რომ სათამაშო ბიზნესის რეკლამა მარტიდან ყველგან აიკრძალა, უკრაინაში მიმდინარე საომარმა პროცესებმა კი დაარტყა სამშენებლო ბიზნესს და მათი რეკლამა გაჩერდა..რომ აღარაფერი ვთქვათ პანდემიისგსნ მიყენებულ ზარალზე, რომელიც ყველას შეგვეხო) შედეგად რადიოსადგურებს დაუგროვდა დავალიანება. მხოლოდ ჰერეთის შემთვევაში ეს 10.000 ლარამდეა, სხვასთან უფრო მეტი ან ნაკლები. გვითხრეს რომ ეთერიდან გაგვთიშავენ ხვალ, დღის 12 საათიდან“, - განაცხადა სამხარაძემ. 

სამხარაძე, იმასაც აღნიშნავს, რომ გარკვეული სახის შეღავათები უკვე იქნა გაკეთებული, იმ დავალიანებასთან დაკავშირებით, რომელიც პანდემიის დროს რადიოსადგურებს დაუგროვდათ, თუმცა არსებობს სხვა გამოწვევებიც, რომელიც მოცემულობას ფაქტობრივად არ ცვლის, ხელისუფლების მხრიდან კი დამხარებას არავინ ცდილობს. 

„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ რადიოსადგურებს გარკვეული დავალიანება პანდემიის პერიოდში ეპატიათ. ჩვენ ინტენსიური მუშაობა გვქონდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ამ თემაზე... თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე ახლა მედია სხვა გამოწვევების წინაშეა.

განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა მედიას მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესა გადასახადების მიმართულებით, შეამცირა ან დროებით საერთოდ გააუქმა. ჩვენთან არაფერი შეიცვალა. ის კი არა, პირიქით ყოველთვიური გადასახადის გაზრდა სურთ. 

დღეს, საქართველოში 45 რადიოა, რომელიც აღმოჩნდა გაკოტრების და დახურვის საფრთხის წინაშე.

ისედაც სტრესულ პერიოდში სამუშაო ადგილებს და ბიზნესს, რომ ვინარჩუნებთ ნამდვილად გმირობის ტოლფასია!!! მით უფრო, რომ მთლიანად დამოკიდებული ვართ სარეკლამო ბაზარზე. ჰერეთის სამივე რადიოსადგურის შემთხვევაში ასეა, და ბევრი რადიოს შემთხვევაშიც! 

მგონია, ეს ამბავი შეგნებულად ხდება, რომ ასეთ დროს ნიუს არეალი გაცილებით შემცირდეს.

მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილის, შეხვედრის, ზარების და ა.შ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ უწესებენ რადიომედიას შეღავათებს. 

ტელე რადიო ცენტრის კუთვნილი ანძების სამართალმემკვიდრე საქართველოს მთავრობაა. რომელიც ამ დრომდე გვაიგნორებს. 

ხვალ კი როგორც გითხარით გავითიშებით ეთერიდან. 

ახლა გერმანიაში ვარ და უკვე იმას ვფიქრობ, პოლიტიკური დევნილის სტატუსი მოვითხოვო, ვინაიდან ჩემი ქვეყანა არ მაძლევს განვითარების შესაძლებლობებს, ის კი არა, როგორ მოგვგუდონ იმას ფიქრობენ.  

მივმართავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ამერიკისა და ევროკავშირის წარმომადგენლობებს საქართველოში: დამოუკიდებელი რადიომედია საფრთხეშია! ვითხოვთ თქვენს ყურადღებას და პროცესებში აქტიურად ჩარევას, რადგან საფრთხე რეალურია.  

ყველა კვლევის მიხედვით, რადიომედია ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმაა საქართველოს მოსახლეობისთვის და ყოველთვის მაღალი ეთიკური სტანდარტებით მუშაობს.  

მედიას გთხოვთ გაიზიაროთ და გაავრცელოთ“, - აცხადებს სამხარაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები