საქართველოს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

სულ ნახვები : 5,464
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 22 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"22 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე „უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

პარლამენტში განმარტავენ, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა