სხვას ვათხოვე „ფეისბუქი“ - ნუგზარ ჭონქაძე (სულიკო კედელაშვილი)

სულ ნახვები : 139
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სხვას ვათხოვე "ფეისბუქი“ - ქართული ოცნების მაღალჩინოსნები მეორე დღეა თავისმართლების რეჟიმში იმყოფებიან. 

თბილისის მერის კახა კალაძის მოადგილის, ნუგზარ ჭონქაძის განცხადებით, რომელიც სოციალურ ქსელში სულიკო კედელაშვილის სახელით არის ცნობილი, 20 ივნისის აქციის მონაწილეებს ცხვრები და ს@რები უწოდა, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული ტექსტი, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა მას არ ეკუთვნის. მიზეზად კი სოციალური ქსლის გვერდის განათხოვრებას ასახელებს. 

„რა სულიკო კედელაშვილი კაცო?! პასპორტი განახო. რა შუაშია სულიკო კედელაშვილი. ეგ გვერდი დიდი ხანია გავასხვისე. ვიცი ვინც არის, (გვერდის ადმინი)... რა შენი საქმე ვისზე გავასხვისე გვერდი. არ გამიყიდია სხვას ვათხოვე "ფეისბუქი", - აცხადებს ჭონქაძე.  

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, თუ რას ნიშნავს სიტყვა ს@რი, ის კონტრ შეკითხვით პასუხობს. 

„რას ნიშნავს სირი? როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს", - აცხადებს ჭონქაძე. 

ცნობისთვის, საკუთარ თანაგუნდელებს იცავს მეორე დღეა თბილისის მერიც და აცხადებს, რომ ეს მათი პირადი სივრცეა, სადაც გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცულია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები