დღეს მე დავკარგე ჩემი მეგობარი - ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილზე

სულ ნახვები : 88
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მე დავკარგე ჩემი მეგობარი, შეიძლება ითქვას უმცროსი ძმა, ნიჭიერი და ძალიან დიდი იმედების მომცემი არტისტი ლევან კბილაშვილი“ - ასე ეხმაურება ცნობილი რუსი მომღერალი ლუბა უსოენსკაია, ქართველი მომღერლის ლევან კბილაშვილის გარდაცვალებას.

მომღერლის თქმით, მისთვის წარმოუდგენელი ტკივილის მომტანია ის, რაც მოხდა. 

„არ შემიძლია იმის დაჯერება, რომ ეს მოხდა, ამ სიტყვებს ვწერ მაშინ, როდესაც ჩემი ცრემლები ტელეფონის ეკრანს ეცემა. 

ჯერ კიდევ კვირის მიწურულს მივიღე მისი შეტყობინება და ვიდეო კონცერტიდან, დღეს კი ის აღარ არის. მე არ შემიძლია აღვწერო ჩემი ტკივილი, რაიმე სიტყვით... სიცარიელე... არ მჯერა, არ მჯერა, არ მჯერა... განისვენე მშვიდად ჩემო ანგელოზო... მიყვარხარ მარად“, - წერს უსპენსკაია საკუთარ Instagram გვერდზე. 

ცნობისთვის, ლევან კბილაშვილი გარდაცვლილი, გუშინ, 21 ივნისს ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები