ზუგდიდში დააკავეს კაცი, რომელსაც არასრულწლოვანი გერის გაუპატიურება ედება ბრალად

სულ ნახვები : 267
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ძებნილი პირი, რომელსაც გერის გაუპატიურებაში ედება ბრალი.

რადიო ოდიშის ცნობით, 40 წლის კაცი სენაკი-მარტვილის გზაზე, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდა, თუმცა იქამდე ის ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებდა თავს.

ბრალდებული პირი დაახლოებით 7 თვე იყო მიმალვაში. გავრცელებული ინფორმაციით, მან 14 წლის გერი გააუპატიურა. ფაქტი კი არასრულწლოვანის ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ გაახმაურა, რაც სავარაუდო მოძალადე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა.

დაკავებული უკვე ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა