„ივანიშვილი არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს“ - ღარიბაშვილი

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ბიძიბა ივანიშვილუს ქველმიქმედებაზე აღმატებულ ტონალობაში ისაუბრა.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი, კარგად იცით, მეგობრებო, არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს. ოლიგარქის განმარტება რომ იცოდეთ, რა არის ოლიგარქის განმარტება, რომ ყვირიან აქ ძალიან ბევრს. მე მოვყევი, ჩამოვთვალე გვარები: ხაზარაძე, რომელიც იყო მათი პარტნიორი და ძარცვავდა ბიზნესს პირდაპირი მნიშვნელობით. მიყავდათ ბიზნესმენები ხაზარაძის ბანკში, იქ ხდებოდა გადაფორმება, სესხის მიცემა და მიზერულ ღირებულებას უფიქსირებდნენ, ეს ერთი. მეორე კეზერაშვილი – ადამიანი რომელიც არაფრისგან გამდიდრდა, შეჭამა მთავრობის რესურსები, ჯარი გაძარცვა პირდაპირი მნიშვნელობით და მესამე – სააკაშვილი, რომელიც ვითომ მოვიდა გახსოვთ ერთი ბინით და დადასტურებული ასეულობით მილიონი აქვს მის ოჯახს. დღემდე ადამიანს მოქალაქეობაც კი არ აქვს. წარმოიდგინეთ, კაცი 9 წელი იყო პრეზიდენტი, წავიდა, დათმო საკუთარი პასპორტი. ეს რომელიმემ რომ გააკეთოს ჩვენი დეპუტატებიდან, ხომ გაგიჟდებით საერთოდ. რას იზამთ, წარმომიდგენია. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემი დახასიათება არ სჭირდება, მაგრამ მინდა მათ შევახსენო", - განაცხადა პრემიერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები