საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა სომხებს იოლად მოუგო

სულ ნახვები : 24
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩერნოგორიაში მიმდინარე დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფში საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ლიდერის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე ასპარეზობს. ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი სომხეთს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

სომხებთან არ უთამაშია არც ალექსანდრე მეტრეველს, რომელიც ამ დროისთვის გუნდში პირველი ნომერია. ამის მიუხედავად, ჩვენებმა მარტივად მოიგეს.

ალექსანდრე ბაკშიმ აშოტ მკრტჩიანს 6:2 6:0 მოუგო. იდენტური ანგარიშით მოიგო საბა ფურცელაძემაც, ვისი მეტოქეც სედრაკ ხაჩატურიანი იყო.

წყვილებში საქართველოს სახელით ზუკა ტყემალაძემ და საბა ფუტკარაძემ იასპარეზეს. ქართულმა წყვილმა ჰენრიკ ნიკოღოსიანი და მიქაელ ავეტისიანი 6:2 6:3 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში სომხეთის გარდა კვიპროსის და ლიხტენშტაინის ნაკრებებთან მოხვდა. ჯგუფური ეტაპის შემდეგ სამი გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი ფლეი ოფში გაარკვევენ, თუ ვინ გადავა 2023 წლისთვის მეორე ჯგუფში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები