ქართული სასამართლოს მორიგი უსამართლო განაჩენი - შეკერილი საქმეები გრძელდება

სულ ნახვები : 184
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 22 ივნისს გორის რაონულ სასამართლოში, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის ხელმძღვანელობით, მოქალაქეების, რამაზე ფერცულიანის და კონსტანტინე გაბუნიას სასამართლო პროცესი გაიმართა.

აღნიშნული საქმე ერთ-ერთია იმ მრავალტომიანი საქმეებიდან სადაც, პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო ერთდროულად ცდილობენ, შეკერილი საქმის მასალებით ადამიანების გისოსებს მიღმა გამოკეტვას.

საინფორმაციო სააგენტო CNews საქმის დეტალებს გაეცნო, სადაც ირკვევა, რომ პროკურატურა ზემოთაღნიშნულ პირებს, ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე, მეხუთე და მეექვეს ნაწილებით უყენებს, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, შემდგომში სხვაზე მიყიდვას და იარაღის საზღვრის გარეთ უკანონო, ჯგუფურად გატანას გულისხმობს. დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული სრული აბსურდია, ყველა იარაღი, შეძენილია კანონის მოთხოვნების დაცვით, გაფორმებულია შემძენ პირზე და ერთადერთი  რაც დარღვეულია, არის გაფორმებული იარაღების შენახვის წესი, რაც ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს და არა სისხლის სამართლებრივ დევნას.  გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე, მათ პოლიციელების მხრიდან დაკავების დროს არაადამიანურ მოპყრობაზეც ისაუბრეს.

დაკავებულების ინტერესებს, უფლებადამცველი ვალერი გელბახხიანი იცავს, რომელსაც CNews დაუკავშირდა და თხოვა უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა იმ უკანონობის შესახებ, რასაც სამართალდამცავი და სასამართლო უწყება ერთდროულად ჩადიან.

„მას შემდეგ რაც გავეცანი საქმის მასალებს დავრწმუნდი, რომ ეს არის ფაბრიკაცია და შეთითხვნა იმ ბრალდების, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ვინაიდან არსებობს იარაღის შესახებ კანონი, რომლიც განსაზღვრავს ვის აქვს უფლება კანონიერად შეიძინოს იარაღი, რა მოდელი უნდა შეიძინოს იარაღის, როგორ უნდა შეინახოს ეს იარაღი და როგორ უნდა გადაადგილოს შეძენილი იარაღი. ეს არის სპეციალური კანონი და იარაღის შეძენასთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, ჯერ უნდა გაიარკვეს იარაღის შეძენასთან დაკავშირებული რეგულაციები იყო თუ არა დარღვეული, თუ ეს იყო დარრვეული ამ შემთხვევაში ფასდება სამართლებრივად. ამიტომ როდესაც საუბარია იმაზე, რომ კანონსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ამას ამბობს პროკურატურა, ბუნებრივია ეს არ გამომდინარეობს არც სისხლის სამართლის კოდექსისი 236-ე მუხლიდან და არც იარაღის შესახებ კანონის მე-19 მე-20 მუხლებიდან, ეს არის აბსურდი.

მეტსაც გეტყვით, არსებობს რაღაცა ბრალდებიდან კვალიფიკაციაში გადახრის შემთხვევებში, მაგალითად: ერთ მუხლს წაუყენებენ უფრო მძიმეს, სინამდვილეში კი ჩადენილი აქვს უფრო მსუბუქი დანაშაული, ასეთ დროს ფიქრობს პროკურატურა, რომ ამას აქვს დაზღვევითი ხასიათი და როდესაც დაადგენს, რეალურ სიმართლეს გადავა ისევ იმ მსუბუქ კატეგორიაზე, რაც შეეხება ამ შემთხვევას, ჩვენ გვაქვს უდანაშაულო ადამიანების წინაშე შეთითხნილ საქმესთან შეხება, რადგანაც ამ ადამიანებმა სრულიად კანონიერად შეიძინეს იარაღი, რასაც ადასტურებს იარაღის მაღაზიები და ასევე თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი, სადაც ნებართვები გაიცა ამ იარაღების შეძენა-შენახვის თაობაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც ამბობ, რომ ამბობ, რომ ეს უკანონოა მაშინ, უნდა გააუქმო როგორც შსს საინფორმაციო ცენტრის, ასევე იარაღის მაღაზიის ნებრათვები, სანამ ეს ორი დოკუმენტი ძალაშია, მანამდე პროკურორის ნებისმიერი ასეთი შეფასება არის შეთითხნილი.

მაშინ როდესაც გვყავს ასეთი პროკურატურა, რომელიც აყალბებს და თითხნის საქმეს და გვაქვს ისეთი სასამართლო, რომელიც მფარველობს ასეთ თვითნებობებს, რასაც ადგლი აქვს ამ შემთხვევაში, არანაირ ზღუდესა არ უწესებს, არანაირად არ ცდილობს დარღვეული უფლების აღდგენას და იმას, რომ უდანაშაულო ადამიანი არ მოხვდეს სასამართლოში, ეს უკვე არის მხოლოდ ხელისუფლების ინტერესების დასაცავად შექმნილი სასამართლო“, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა CNews-თან საუბრისას.

ცნობისთვის, 22 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც ბრალდებულების უფლებადამცველმა, ვალერი გელბახიანმა, ბრალდების მხარეს ყველა ,,მტკიცებულება“ და არგუმენტი გაუბათილა, სასამართლომ საქმის სამართლებრივ ნაწილზე მსჯელობა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და ყოფილი სამხედროების მიმართ, მტკიცებულებების გარეშე აღკვეღთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გამოიყენა.

საინფორმაციო სააგეტო CNews, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აგრძელებს მოკვლევას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები