ირაკლი კობახიძე: „არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს“

სულ ნახვები : 79
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დემაგოგობას აგრძელებს და ამტკიცებს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მისცეს, რადგან არ იომა.

"ხშირად გვსაყვედურობთ ამ დღეებში, რომ კანდიდატობა არ მოგვცა ევროკომისიამ. დასკვნაში ასეთი რამ წერია. ნუ, არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს. ომთან დაკავშირებით ღიად ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ეს არის, მათ შორის, მაკრონის სიტყვები, რომ ომის გამო აძლევენ უკრაინას კანდიდატობას მაშინ, როცა უკრაინას კანდიდატობა არ ეკუთვნის. თქვენი არჩევანია, რაც გინდათ, შეგიძლიათ ის თქვათ, მაგრამ მე გეტყვით, რა არის სირცხვილი. სირცხვილი ისაა, როცა იომებ და MAP-საც არ გაღირსებენ. ეს არის თქვენი პოლიტიკის შედეგები, რაც გქონდათ თავის დროზე 2008 წელს", - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები