რუსული არმიის ელიტა უკრაინაში თითქმის მთლიანად გაანადგურეს

სულ ნახვები : 4,036
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინული მედიის ცნობით,  უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ელიტა, რომელიც ნატოს დასაპირისპირებლად იყო მომზადებული. ამას მოწმობს ორკების ახალი სატელეფონო საუბარი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა.

ორკების ნაამბობიდან ირკვევა, რომ რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები მთლიანად დაამარცხეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და გადარჩნენ მხოლოდ ისინი, რომლებმაც უარი თქვეს ომზე.

"დასავლეთის ოლქი აღარ არის, რადგან მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც არ წავიდა. ზოგიერთი აღმოსავლელი მიდის ჩემს გვერდით, რადგან დასავლელები თითქმის არ არიან. ყველა ტექნიკა დაზიანებულია, საბურავები დახვრეტილია, კოშკურა არ მუშაობს, მერე რაღაც სხვა არ მუშაობს... და ასე, მოხალისეები მიდიან ბოლომდე და სულ ესაა. ბევრი ოფიცერი დაიღუპა, არ არის საკმარისი მძღოლები და ქვეითების უზარმაზარი რაოდენობა გამოიყენება, როგორც საზარბაზნე ხორცი", _ ამბობს ოკუპანტი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით,  რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქში შედის მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი. მასში შედის სამხედრო ელიტა, რომელიც გაწვრთნილი იყო ნატოს ძალებთან დასაპირისპირებლად,

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა