ოკუპანტებისგან 1.026 დასახლება გაათავისუფლეს

სულ ნახვები : 87
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან ქვეყნის 1.026 დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ, 22 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ გაავრცელა.

ტიმოშჩენკომ აღნიშნა, რომ დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"სწრაფი აღდგენის გეგმის მომზადება გრძელდება - ეს არის რუსეთის შემოჭრის შედეგად დანგრეული სახლების, სკოლების, ბაღების, სამედიცინო დაწესებულებების სწრაფი აღდგენის გეგმა, _ განაცხადა ტიმოშენკომ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები