მარადონას ექიმებს სასამართლო ემუქრებათ

სულ ნახვები : 89
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არგენტინის სასამართლოს წინაშე ის რვა ექიმი წარსდგება, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, დიეგო არმანდო მარადონას მკურნალობდნენ. მედიკოსებს ბრალი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ედებათ.

დიდი დიეგო, 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე კი, ანემიისა და გაუწყლოების სიმპტომებით ბუენოს აირესის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. მედიკოსების თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.

თუმცა, გარდაცვალების შემდეგ დანიშნულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მარადონას ოპერაციის შემდეგ სათანადო დახმარება არ გაეწია.

შედეგად, ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ექიმებს რვიდან 25 წლამდე ციხე ემუქრებათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები