ანა ფოტიგა გიული ალასანიას და სოფო ლილუაშვილს შეხვდა

სულ ნახვები : 267
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ვარდების რევოლუცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად შესრულდება" - ეს სიტყვები ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ეკუთვნის, რომელიც მან საკუთარი twitter - ის გვერდზე, მას შემდეგ დაწერა რაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედას გიული ალასანიას და ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მეუღლეს, სოფო ლულუაშვილს შეხვდა. 

„შევხვდი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დიდ მხარდამჭერ ოჯახებს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასა და შვილს, ასევე ნიკა გვარამიას ცოლს.

ვარდების რევოლუცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად შესრულდება“, - წერს ფოტიგა. 

ცნობისთვის, ანა ფოტიგა სხვა, მრავალ ევროპარლამენტართან ერთად, ხშირად აკრიტიკებს ,,ქართული ოცნების“ მმართველობას, აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ის ერთ-ერთი იყო ხუთ ევროპარლამენტარს შორის, რომელიც 20 ივნისის აქციაზე შეკრებილებს ჩაერთო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა