საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ლიხტენშტაინსაც იოლად მოუგო

სულ ნახვები : 287
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფში საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო. უდავო ლიდერის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე მოთამაშე საქართველომ პირველ ტურში სომხეთს 3:0 სძლია, ხოლო მეორე იგივე ანგარიშით ლიხტენშტაინს მოუგო.

ალექსანდრე ბაკშიმ ერიკ პეპარდს 6:0, 6:2 მოუგო, ხოლო საბა ფურცელაძემ ანდრეი სპასოევიჩს – 6:2, 6:1.  წყვილთა თანრიგში ბაკშისა და ზურა ტყემალაძის დუეტმა ჯან-კარლო ბესიმო და სპასოევიჩი 6:1, 6:2 დაამარცხეს.

ჯგუფში პირველი ადგილის ბედი ხვალ გაირკვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები კვიპროსს ეთამაშება. ამ დროისთვის, ამ გუნდებს მაქსიმალური შედეგი აქვთ და თანაც, ტურნირის განმავლობაში სეტიც კი არ დაუთმიათ.  ამასთან, ორივე გუნდი ფლეი ოფშია გასული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები