დავუტოვო რუსეთს, რომ ტანკი იყიდონ? - გოგი ხოშტარია რუსეთიდან გადმორიცხულ ჰონორარზე

სულ ნახვები : 212
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია ,,დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია, რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე, რომელიც მას, როგორც სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეს ერიცხება, პირველ კომენტარს აკეთებს. 

ხოშტარია გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში“ განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა, რომელზეც ამდენი მითქმა-მოთქმა წამოვიდა მისი ოჯახის მისამართით, ეკუთვნის არა რუსეთს, არამედ მის ბიძას და ის მიიჩნევს, რომ არ იქნება სწორი, ქართველი სცენოგრაფის ჰონორარით, რუსეთმა ტანკები შეიძინოს. 

„ეს არ არის რუსეთის თანხა, ეს არის ბიძაჩემის! დავუტოვო რუსეთს, რომ ტანკი იყიდონ? რა რუსეთის ბიუჯეტი, რას ბოდიალობ? ეს არის თეატრების შემოსავალი, არა მარტო მოსკოვის, არამედ პარიზის, ლონდონის, კიდევ გაგიმეოროთ? მე არ ვიღებ რუსულ თანხებს, მე ვიღებ დიდი ქართველო სცენოგრაფის კუთვნილ თანხას, ის საქართველოსია, რომელიც აქ არის დასაფლავებული“, - განაცხადა ხოშტარიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები