სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ზარქუას იმედები გაუცრუა

სულ ნახვები : 466
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უმრავლესობის ლიდერის ირაკლი ზარქუას განცხადებით, რომელიც მან დღეს 23 ივნისს პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა მას იმედები გაუცრუა. 

ზარქუასთვის გაუგებარია ვეტო, მაშინ როდესაც მოსმენების შესახებ კანონპროექტი უკვე ორი თვეა განიხილება და ოპოზიციასაც კი არ აქვს შენიშვნები. 

„გგონიათ, რომ ვეტოს საფუძველი არის? არგუმენტი არსებობს? ორი თვე იხილებოდა ეს კანონპროექტი, ყველა ეტაპი გაიარა, ერთი შენიშვნა არ აქვს ოპოზიციას და დაადო ვეტო პრეზიდენტმა. თან თქვა, პოლიტიკური საფუძველიაო“, - განაცხადა ზარქუამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა