ანა ფოტიგა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მანდატი და შეიწყალოს ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 398
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მანდატი და შეიწყალოს ნიკა გვარამია.

ევროპარლამენტარის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კომისიამ უნდა დაინახოს საქართველოს მთავრობის ნება, რომ შეასრულონ მითითებული ვალდებულებები.

''მე ყურადღებით წავიკითხე სამივე ქვეყნის განაცხადი და ჩემი აზრით, საქართველოს შემთხვევაში ნათლად არის დაფიქსირებული ევროპული პერსპექტივა, რაც პირველად დაფიქსირდა ევროპული ინსტიტუციის მიერ, ჩვენ ნათლად ვამბობთ, რეზოლუციაში, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზაზე, ამიტომ პირობას ვდებთ, რომ მივანიჭებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს საქართველოს და ეს არ გადაიდება რამდენიმე წლით, უბრალოდ ამ ქვეყანას უნდა მიეცეს გარკვეული დრო, რომ გადადგას ნაბიჯები., რათა შეასრულონ ვალდებულებები.

ჩემი აზრით ეს ვალდებულებები საკმაოდ ლოგიკურია და ევროპარლამეტის წევრთა უმეტესობა ამას თანხმდება, ეს არის კანდიდატობის ნათელი პერსპექტივა. არავინ აპირებს საქართველოს მიტოვებას ან ამ ქვეყნის საქმის გვერდით გადადებას კომისიამ უნდა დაინახოს, საქართველოს მთავრობის ნება, რომ შეასრულოს ვალდებულები" - ამბობს ფოტიგა.

ეროპარლამენტარს უყურადღებოდ არც "დეოლიგარქიზაცია" დარჩენია. მისი თქმით, მოლდოვამ პლახატნუკის მოშორებით საოცარი პროგრესი განიცადა. მისი თქმით, საქართველოში ყველამ იცის თუ ვინ ახდენს გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

"რაც შეეხება ნიკა გვარამიას საქმეს მისი პოლიტიკური პოზიციისა და ჟურნალისტური საქმიანობის გათვალისწინებით ასევე იმ ბრალდებებისა და არაპროპორციული სასჯელის გათვალისწინებით მე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გამოიყენოს მანდატი და შეიწყალოს ნიკა გვარამია. ოლიგარქი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მდიდარი ადამიანების ყოფნა ქვეყანაში. მე მინდა, რომ მოლდოვის მაგალითი მოვიყვანო. ახლა ევროპულ საბჭოში, პარლამენტსა და კომისიაში ამ ქვეყნის შესახებ შეკითხვები აღარ არის და თუ 4 წლის წინანდელ ვითარებას შევადარებთ, დაუჯერებელი საოცარი პროგრესი განიცადა მოლდოვამ.

ყველაფერი კი დაიწყო პლახატნიუკის მოშორებით, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე გავლენის ბერკეტებით წართმევით, რაც დასავლეთის დახმარებით მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი, ამ ქვეყანაში ცვლილებების განხორციელება. საქართველოში ჩემი აზრით, ყველა იცის, თუ ვინ ახდენს გავლენას ქვეყნის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე" - ამბობს ანა ფოტიგა "მთავარ არხთან".

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა