ხვალ წყდება ჩვენი ბედი - სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს

სულ ნახვები : 119
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები საერთო განცხადებას ავრცელებენ და ახალგაზრდებს ხვალ, 24- ივნისს აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებენ:

"ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ჩვენ სტუდენტობა გაჩერებას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის. 

20 ივნისს მთელი მსოფლიო გაოცდა ჩვენი სიმრავლით, მაგრამ 24, მეტად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხვალ გადაწყდება საქართველოს ევროპული ბედი და მომავალი. 

გელოდებით ხვალ, თითოეულ სტუდენტს. 7-საათზე ახალგაზრდობა ხელახლა შევიკრიბოთ და უფრო დიდი შემართებით გავეშუროთ რუსთაველის მეტროდან პარლამენტისკენ, ისევ ერთად, ისევ ძლიერად!  ხვალ წყდება ჩვენი ბედი როგორც სტუდენტების და როგორც საქართველოს მოქალაქეების.

აქციას უერთდებიან:  თსუ, კავკასიის უნივერსიტეტი,  GIPA , ილიაუნი,  ტექნიკური უნივერსიტეტი,  საქართველოს უნივერსიტეტი,  თავისუფალი უნივერსიტეტი,  აგრარული უნივერსიტეტი,  სამხატვრო აკადემია,  სეუ,  საბაუნი,  თეატრალური უნი,  თბილისის ღია უნივერსიტეტი,  BTU" - ვკითხულობთ განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები