თუ ივანიშვილს უყვარს საკუთარი ქვეყანა, ის უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და ქვეყნიდან - გალერი

სულ ნახვები : 378
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი "მთავარ არხთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ივანიშვილი თავს თვლის პატრიოტად და უყვარს საკუთარი ქვეყანა, ის მართლა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და წავიდეს ქვეყნიდან.

მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ  არსებობს რომ ადამიანი, რომელიც იყენებს თავის გავლენას მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არცერთი თანამდებობა არ უკავია.

"ამ სიტუაციაში, როდესაც სააკაშვილის ჯანმრთელობა საწოლზევე დევს, მიმაჩნია, რომ თუ მაინცდამაინც შეიწყალებენ იმის საშუალება მაინც მისცენ, რომ საზღვარგარეთ იმკურნალოს და შემდეგ ეს ადეკვატურად იმოქმედებს. ასეა თუ ისე, ახლა არაფერს მოვუწოდებ პრეზიდენტს, მაგრამ სააკაშვილის საქმე კითხვით ნიშნებს აჩენს. ეს ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, ამიტომ საჭიროა რეფორმა, დიალოგი და იმედი გვაქვს საბოლოოდ მოიძებნება გამოსავალი, რომელიც შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელთა ხილვაც გვსურს საქართველოს მართლმსაჯულების სფეროში.

მთავარი არის ის, რომ რა არის ოლიგარქის განმარტება, არამედ სხვა რამე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის გავლენას იყენებს მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არცერთი თანამდებობა არ უკავია.

თუ ბატონი ივანიშვილი თავს თვლის პატრიოტად და უყვარს საკუთარი ქვეყანა ის მართლა უნდა წავიდე პოლიტიკიდან და შესაძლოა ფიზიკურადაც წავიდეს ქვეყნიდან. მართალია ჩემი საქმე ეს არ არის, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის გავლენებს იყენებს და საქართველოში არაფერი ხდება მის გარეშე. ჩვენ ველოდებით, როგორ წარიმართება დისკუსიები და დარწმუნებული ვარ, რომ თუ მთავარი საკითხი ხალხის ნებაა, მაშინ ყველა უნდა მიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას არგებს", - ამბობს მიხაილ გალერი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები