წნორის ხანდაზმულთა სახლიდან ბენეფიციარებს სხვა სერვისში გადაიყვანენ - ზრუნვის სააგენტო

სულ ნახვები : 58
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო კახეთში, წნორის ხანდაზმულთა სახლში არსებული მდგომარეობას ეხმაურება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ბენეფიციარებს უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაიყვანენ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, კახეთში, წნორის ხანდაზმულთა სახლში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი ა(ა)იპ "ხანდაზმულთა სავანე ბეთელს" 17 ივნისს ეწვია, რის შემდეგადაც მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში მძიმე ანტისანიტარიაა და ბენეფიციარების ჰიგიენას ყურადღება არ ექცევა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები