ივანიშვილის ოლიგარქია და ამ ქვეყნის მომავალი დასავლეთთან – შეუთავსებელია - ჯაფარიძე

სულ ნახვები : 57
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. აღნიშნულ ფაქტს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქია და ამ ქვეყნის მომავალი დასავლეთთან – შეუთავსებელია:

"გავმაზეთ ისტორიული შანსი.

უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველომ - ვერ.

თუ ფიქრობთ, რომ ეს ვინმე სხვისი ბრალია, გარდა იმ ერთი ადამიანისა, რომელიც 10 წელია, აკონტროლებს აქ ყველაფერს - სულელი ხართ.

თუ ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევით გამოუვიდა და იტოვებთ თუნდაც 0.00000000001% შანსს, რომ გამოასწორებს და დაღმასვლა აღარ იქნება - სულელი ხართ.

ივანიშვილის ოლიგარქია და ამ ქვეყნის მომავალი დასავლეთთან, თავისუფალ სამყაროში - შეუთავსებელია.

ეს გვითხრა ევროპამ.

ხვალ, 20.00 საათზე რუსთაველზე", - წერს ის ფეისბუქზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები