ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს - „სირცხვილია“ განცხადებას ავრცელებს

სულ ნახვები : 71
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"სირცხვილია" ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ კი ვერ.

"სირცხვილია" აცხადებს, რომ ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს:

"ძვირფასო უკრაინელებო და მოლდოველებო, დღეს თქვენთვის, ჩვენთვის და ევროპისთვის ისტორიული დღეა. ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე დავიწყეთ ევროპის კავშირისკენ სწრაფვა, დღევანდელ დღემდე მოსასვლელი გზა გრძელი და სირთულეებით აღსავსე იყო. თუმცა დღეს თქვენ ახალი ევროპის დღისწერიგს ცვლით, თამამად მიაბიჯებთ უფრო ახლოს ევროპის კავშირთან. ჩვენ ენითაუღწერლად გვიხარია თქვენი წარმატება და ვართ ამაყები, რომ დღეს თქვენ ევროპის კავშირის წევროპის კანდიდატობის სტატუსი მოგენიჭათ.

მადლობელი ვართ ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერისთვისა და თანამშრომლობისთვის.

მადლობელი ვართ ყველა ევროპის კავშირის ინსტიტუტის ლიდერის, რომელმაც დაუღალავი შრომა ჩადო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციაში გადადგმულ ნაბიჯებში.

ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ უპირობო მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი. გვსურს დაგიბრუნოთ მადლობა და ხაზგასმით გავიმეოროთ, რომ ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს და მომავალს. ჩვენ ვიცით რა ეღობება მას წინ, ეს ევროპულმა კომისიამაც ხაზგასმით ჩაგვიწერა რეკომენდაციაში — საქართველოში უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და ზედმიწევნით შესრულდეს ევროპული კომისიის პუნქტები.

ქართველი ხალხის არჩევანი არის ურყევი, ერთიანი და პრინციპული.

საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გახდება ევროკავშირის წევრი.

გელოდებით ხვალ, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ "- წერია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები