ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება, მაგრამ უფრო გამოცდილებსაც დაუშვიათ შეცდომები - მელია

სულ ნახვები : 181
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

იგი ამბობს, რომ ჩვენ ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება, თუმცა შეცდომას გამოვასწორებთ:

"საქართველომ მე-20 საუკუნეში ორჯერ დაიხსნა თავი რუსეთის იმპერიისგან - 1918 და 1991 წლებში.

მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა ამდენი ხანია ცდილობს გაიაროს გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე.

ჩვენ შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება. მაგრამ ასეთივე შეცდომები დაუშვიათ სხვებსაც, დემოკრატიაში უფრო დიდი გამოცდილების და დამოუკიდებლობის უფრო ხანგრძლივი ტრადიციის ევროპელ ხალხებს და შეცდომები თავადვე გამოუსწორებიათ

ასე მოხდება საქართველოშიც!

ხვალ 24 ივნისს 20:00 საათზე"- წერს მელია.

ცნობისთვის, 23 ივნისს ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა აღიარა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები